მეტი უნდა გავაკეთოთ შეიარაღებული ძალადობის შესაჩერებლად – ჯო ბაიდენი

0
279
23 Views

ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ შეიარაღებული ძალადობის შესაჩერებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის ერთ-ერთ სკოლაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა კონგრესს იარაღის შეზღუდვის შესახებ მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცებისკენ მოუწოდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო AK-47-ის ტიპის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ერთი პისტოლეტით.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეტი შეიარაღებული ძალადობის დასასრულებლად. ის ჩვენს საზოგადოებას შუაზე ხლეჩს, შუაზე ხლეჩს ჩვენი ერის სულს. როგორც იცით, მომხდარ სიტუაციაში თავდამსხმელს ჰქონდა ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი. ასე რომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კონგრესს, დაამტკიცოს ჩემ მიერ ინიცირებული აკრძალვა თავდასხმით იარაღზე“, – დასძინა ჯო ბაიდენმა.

Cesko