ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა – პესკოვი

0
437
26 Views

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა განცხადება.

საქმე ეხება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გუშინ გამოცხადებულ ახალ შეზღუდვებს, რომელიც რუსეთისგან ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის ყიდვის აკრძალვას გულისხმობს.

„უდავოა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა და ისინი აწარმოებენ ამ ომს. ეს დე ფაქტო სიმართლეა“, – განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს რუსეთმა აღნიშნული ეკონომიკური გარემოს დასაძლევად, პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც იქნება საუკეთესო მისი ინტერესებისთვის.

Cesko