ვალერი მელაძის საქმეზე რუსეთში გამოძიება დასრულდა – რა ხდება მომღერლთან დაკავშირებით?

March 27, 11:05
0
326

რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბა შე­ე­ხე­ბო­და დუ­ბა­ი­ში, კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მე­ლა­ძის მიერ წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვებს – “დი­დე­ბა გმი­რებს.“

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინფორმაციის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დია წერს.

“კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ვი­დეო და გა­და­წყვი­ტეს რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ში არ არის საკ­მა­რი­სი ობი­ექ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ კა­ნო­ნი და­არ­ღვია“, – აცხა­დე­ბენ რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.
ცნო­ბის­თვის, 2 იან­ვარს, ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ დუ­ბა­ი­ში სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ღე­რა. ერთ-ერთ მო­მენ­ტში, სცე­ნას­თან ახ­ლოს მყოფ­მა მსმე­ნელ­მა მი­მარ­თა: “Слава Україні!“, რა­ზეც მე­ლა­ძემ უპა­სუ­ხა – ” Героям слава.” მომ­ღე­რალ­მა ეს სი­ტყვე­ბი მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე წარ­მოთ­ქვა, მიკრო­ფო­ნი, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად კი თქვა, რომ პო­ლი­ტი­კას არ ეხე­ბა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ზედა პა­ლა­ტის, ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რმა ელე­ნა აფა­ნა­სი­ე­ვამ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის საქ­ცი­ელს “პი­რუ­ტყვო­ბა” და “ღა­ლა­ტი” უწო­და და მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა მო­ი­თხო­ვა.

წყარო – ambebi.ge

Cesko