20 Views
რუსეთში, რუსი ჟურნალისტების მარგარიტა სიმონიანისა და ქსენია სობჩაკის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში ნეო-ნაცისტების ჯგუფი დააკავეს, რომლებმაც ჩაატარეს დაზვერვა სიმონიანისა და სობჩაკის სამუშაო და საცხოვრებელი მისამართებზე. ამოღებულია კალაშნიკოვის ავტომატი ვაზნებით, რეზინის ხელკეტები, დანები და ხელბორკილები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებმა აღიარეს, რომ ისინი მკვლელობას უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკვეთით ამზადებდნენ.