177 Views
ნიდერლანდების პოლიციამ გრონინგენში კაცი დააკავა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილს მართავდა.
სამართალდამცველებმა დაკავებისას აღმოაჩინეს, რომ 35 წლის კაცს უკრაინული ყალბი მართვის მოწმობა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელზე ჰქონდა დამზადებული.
გარდა სახელისა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის მონაცემებს ემთხვევა ასევე ფოტო, დაბადების თარიღი და ადგილი.
ყალბ დოკუმენტს მოქმედების ვადად 3000 წელი ჰქონდა მითითებული.