მამუკა მდინარაძე: დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისთვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ

0
347
27 Views

დღეს ეროვნული ინტერესი არის მშვიდობა, განვითარება, ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმებისათვის თქმა, რომ ჩვენ ამ საერთო ომს მშვიდობით მოვიგებთ, განვითარებით მოვიგებთ, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ნებისმიერმა ახალგაზრდამ და ღირსებით შევალთ ევროპაში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მისი თქმით, პერსპექტივა არ აქვს ქვეყნის ამოყირავების მცდელობას, რასაც ამ ბოლო ხანს მრავალგზის ჰქონდა ადგილი ოპოზიციის მხრიდან და პერსპექტივა აქვს ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისათვის.

„პერსპექტივა და მომავალი აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს, ღირსებით ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისა და ევროპულობისათვის, ეს არის ყველაზე მთავარი და ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. დანარჩენი ყველაფერი არის ქვეყნის საბოტაჟი და ჩვენ ღირსებით გავხდებით ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Cesko