ვიდეო: “შე ნაძირალა! მოღალატე არაკაცი ხარ!…” – ღარიბაშვილი გუბაზ სანიკიძეს

0
3998
39 Views

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს შეურაცხყოფა მიაყენა. ღარიბაშვილმა სანიკიძეზე თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას მიეყიდა”, რასაც გუბაზ სანიკიძემ გინებით უპასუხა.

“ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ალბათ ყველას. ეხლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა. როგორ მიეყიდა “ნაციონალურ მოძრაობას” 100 000 დოლარად, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც გუბაზ სანიკიძის გაღიზიანება მოჰყვა.

სანიკიძის რეპლიკის სანაცვლოდ კი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს “ნაძირალა” და “მოღალატე არაკაცი” უწოდა.

“შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძის ნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები”, – მიმართლა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს.

შემდგომ, გუბაზ სანიკიძემ განცხადება გააკეთა.

“მძორიჭამიები, ბანდაა, ბიძინას მონები… სანამ არ დაამტკიცებენ, რომ 100 ათასი დოლარი ავიღე „ნაცმოძრაობიდან“, მანამდე შეწერილი გაქვთ დაგინება”

Cesko