„ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოს ხელისუფლებას და ქვეყანას“ – კალაძე სააკაშვილზე

March 23, 14:06
0
233

თბილისის მერმა კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებს მისთვის შესაბამისი კალორაჟი სპეციალურად არ მიაქვთ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანასა და ხელისუფლებას „ჩირქი მოსცხოს“.

„ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟი, ეს არის სპეციალურად მიზანმიმართული კამპანია, ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე ჩირქი მოსცხოს საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად ქვეყანას და აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Cesko