რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვნად დარჩება,სხვაგვარად ფიქრი ილუზიაა- ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა “როიტერსთან” ინტერვიუში განაცხადა.
ალექსანდრ შალენბერგმა მოსკოვთან ურთიერთობის კონტექსტში, ავსტრიის მეორე უმსხვილესი ბანკი დაიცვა, რომლის წინააღმდეგ მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის სანქციებზე მომუშავე ორგანომ გამოძიება დაიწყო.
შალენბერგმა არაგონივრული უწოდა ბანკის გაკრიტიკებას, მისი რუსეთთან თანამშრომლობის გამო, მაშინ, როცა, მისი თქმით, ბევრი სხვა დასავლური კომპანია ანალოგიურ საქმიანობას ეწევა რუსეთში.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი კულტურის პოლიტიზებასაც ეწინააღმდეგება და მაგალითად ჩაიკოვსკი და დოსტოევსკი მოჰყავს , რომლებიც, მისი თქმით, ყოველთვის ევროპული კულტურის ნაწილად დარჩებიან. ავსტრიის პირველმა დიპლომატმა, ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპელებისთვის ყოველთვის უდიდესი მეზობელი იქნება და ის მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვულ ძალად დარჩება.
ავსტრია ამ დრომდე რუსული გაზის იმპორტს ახდენს, თუმცა ცდილობს რომ ეს უახლოეს წლებში შეამციროს. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მართალია, ავსტრია რუსეთთან კავშირებს შეასუსტებს, თუმცა ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება.
“ავსტრიული კომპანიები უნდა იცავდნენ ავსტრიულ წესებს, რომელთა ნაწილი არის ევროკავშირი სანქციები. მოდით, ის ვთქვათ რაც რეალურია ,დასავლური კომპანიების 91 პროცენტი კვლავ რუსეთშია წარმოდგენილი და იმას აკეთებენ , რაც გონივრულია. რუსეთში წარმოდგენილია საკმარისი ამერიკული ბანკები, რომელთაგან ერთ-ერთის სახელია Bank of America, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა “როიტერსთან” ინტერვიუში.
წყარო: rustavi2.ge