2022 წელს, რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რუსეთის წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 16%-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა ეკონომიკურ ფორუმზე.
„2023 წლის იანვრიდან ვაგრძელებთ ვაჭრობის ზრდას. ექსპორტის 85%-ით გაიზარდა, იმპორტი 40%-ით. რუსეთის 71 რეგიონი ინარჩუნებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს საქართველოს რესპუბლიკასთან, რაც არის საკმაოდ ბევრი.
ცალკე აღვნიშნავ, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვლის საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა საქართველოს რესპუბლიკის ყველა სავაჭრო პარტნიორს შორის 16%-ზე მეტი წილით, რომელმაც ამ სტატისტიკით ტრადიციულ ლიდერს, თურქეთსაც კი გაუსწრო“, – აღნიშნა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, 2022 წელს საქართველოში რუსული ექსპორტის სტრუქტურა მოიცავდა – მინერალურ პროდუქტებს, ნავთობპროდუქტებს, გაზს, საკვებ პროდუქტებს, ქიმიურ პროდუქტებს, ლითონებს, მანქანა-დანადგარებს.
„წინა წლებთან შედარებით ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ კონვერგენციას, რამაც შეიძლება შექმნას საფუძველი უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. სწორი ნაბიჯები იდგმება“, – დასძინა მინისტრის მოადგილემ.
წყარო: Pia.ge