ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი 104 მილიარდ დოლარს შეადგენს

0
266
21 Views

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 104 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ერდოღანმა ბრიუსელში გამართული საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში განაცხადა.

„დანგრეული და ძლიერ დაზიანებული შენობების რაოდენობა 298 000-ს აღწევს. მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის ზარალი დაახლოებით 104 მილიარდ დოლარს შეადგენს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ უმკლავდება ამ მასშტაბის კატასტროფას დამოუკიდებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთს საერთო ჯამში დახმარება 130-მა ქვეყანამ გაუწია.

„მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კატასტროფაა, რაც ხმელეთზე მოხდა. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რეგიონში 650 000 საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობა იგეგმება.

Cesko