უნგრეთმა ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, ბუდაპეშტის ვეტოს გამო, EU-ს მთავარმა დიპლომატს, ჟოზეფ ბორელმა საკუთარი სახელით მოუხდა განცხადების გამოქვეყნება.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთმა ხელი არ მოაწერა.