ხათუნა ხოფერიას შვილმა ავტომობილი აჩუქა – ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა და სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს, თურმე, ბედნიერების დღეა. კოსმოსური ახალი წელი.
ცხოვრობ და არ იცი ადამიანმა, რომ ბედნიერებისგან შეიძლება დაიბნე, თავბრუ დაგეხვეს… იტირო…
სულ ფიქრობ, ფიქრობ, განიცდი, რომ ასაკი მოდის და შეიძლება შვილებს ვერ დაეხმარო, ვერ შეეხიდო, ვერ იყო ისეთი, როგორიც ახსოვხართ…
მოკლედ, ტყავიდან ძვრები, ასაკს არ იმჩნევ, ხშირად, ცუდად ყოფნასაც მალავ…
ისინი კი, ჩვენი შვილები, თურმე ყველაფერს დათმობენ, ნემსის ყუნწში გაძვრებიან, ოღონდ ერთხელ მაინც აგაფრინონ ცაში ბედნიერებისგან! ერთხელაც გითხრან, რომ ძალიან ძვირფასი ხარ მათთვის!
ისე, რას წარმოვიდგენდი, რომ 60 წლის ასაკში ბანტიან მანქანას დამახვედრებდა შვილი…
უნდა გითხრათ, არასოდეს, არავის, ჩემი მამიკოს მერე, არც არაფერი უჩუქებია ჩემთვის… სულ ჩემით… სულ წვალებით…
ბექა, დე, ძალიან ბედნიერი ვარ!
მადლობა, უფალო, ასეთი შვილები რომ გამაზრდევინე!
მადლობა, რომ დედაშვილობის მადლი მომმადლე!”, – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.