28 Views
ჩრდილოეთ კორეამ ყველაზე დიდი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, „ჰვასონ 17“ ისროლა.
მედიის ინფორმაციით, რაკეტის გაშვება არის „მკაცრი საპასუხო პოზიციის“ დემონსტრირება აშშ-სამხრეთ კორეის წვრთნების მიმართ.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თვალს ადევნებდა არასრულწლოვან ქალიშვილთან, დასთან და მაღალჩინოსნებთან ერთად.
ცნობისთვის, აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივ წვრთნებს ატარებენ.