„ზოგადად, მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელები მთლად ჭკუაზე არიან არიან. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, სამხედრო კონტაქტები საჭიროა“- მედვედევი

0
508
27 Views

რუსეთის ექსპრეზიდენტს დმიტრი მედვედევს უპილოტო თვითმფრინავებზე თავდასხმის გაგრძელება სურს, რადგან მისივე თქმით, ამერიკელები „თავხედები“ არიან. ამის შესახებ მედვედევი ტელეგრამზე წერს.

„ზოგადად, მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელები მთლად ჭკუაზე არიან არიან. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, სამხედრო კონტაქტები საჭიროა“, – აცხადებს მედვედევი.

მედვედევის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის ტერიტორიის იმ ნაწილზე იყო, რომელზეც რუსეთის სუვერენიტეტი ვრცელდება.

„ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავთან შეჯახება რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, ამერიკელები სრულიად თავხედები არიან“, – აცხადებს მედვედევი.

გარდა ამისა, მედვედევი ამერიკელ სენატორ ლინდსი გრეჰემსაც დაემუქრა.

14 მარტს აშშ-ს საჰაერო ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შემდეგაც შავ ზღვაში ჩაიძირა.

ცნობისთვის, BBC-ის ინფორმაციით, რუსული გამანადგურებელი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა.

Cesko