აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

March 31, 10:50
0
175

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია. მიზეზი რუსეთში Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის დაკავება გახდა. მას ბრალი ჯაშუშობაში დასდეს და პატიმრობაში დატოვეს.

„მკაცრად ვგმობთ რუსეთში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უმთავრესი პრიორიტეტი საზღვარგარეთ ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია ბლინკენის უწყების განცხადებაში.

Wall Street Journal-ის ჟურნალისტის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა თეთრმა სახლმაც და რუსეთის ხელისუფლება ამერიკის მოქალაქეების დევნაში დაადანაშაულა.

Cesko