„აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო პროვოკაციების წინააღმდეგ კონტრზომებს მივიღებთ“ – კიმ ჩენ ინი

0
248
21 Views

„ფხენიანი გააგრძელებს მოქმედებებს აშშ-სა და სამხრეთ კორეის სამხედრო პროვოკაციების წინააღმდეგ, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა ჩრდილოეთ კორეა „ღია დაპირისპირებას ღია დაპირისპირებით უპასუხებს“.

„შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ, რომლებიც ღიად არიან მტრულად განწყობილნი ჩვენი რესპუბლიკის მიმართ, გააცნობიერონ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების უგუნურობა, რომელსაც ისინი ხშირად ატარებენ კორეის ნახევარკუნძულის რეგიონში.

თუ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციები გაგრძელდება და გაფართოვდება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ კონტრზომებს მივიღებთ“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის აღშფოთება სამხედრო წვრთნებმა გამოიწვია, რომელსაც აშშ და სამხრეთ კორეა ერთობლივად გამართავენ.

Cesko