„ერთი თვე სიკვდილს ვებრძოდი, თმა სულ გამცვივდა. 11 კილოგრამი დავიკელი…“ – რა გადაიტანა ცუცა კაპანაძემ?

0
387
24 Views

ცუცა კაპანაძე, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს, ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა იმის შესახებ, როდის ნახულობს სიზმარში გარდაცვლილ დედ-მამას:

„ჩემი მშობლები ხშირად არ მესიზმრებიან, მაგრამ როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და ამის გაკეთება მიჭირს, მაშინ მესიზმრება დედა ან მამა.

„კოვიდი რომ დაიწყო, დასაწყისშივე შემხვდა და ერთი თვე სიკვდილს ვებრძოდი. ძალიან ცუდად გადავიტანე. თმა სულ გამცვივდა. 11 კილოგრამი დავიკელი. კატასტროფულად ცუდად ვიყავი. მაშინ დამესიზმრა დედაჩემი. თითქოს ვიღაც ხელს მიჭერდა და მამხნევებდა, ნუ გეშინიაო. მერე, რომ გავიღვიძე, მივხვდი, რომ თურმე, მე ვუჭერდი ხელს საკუთარ თავს. ეს სიზმარი ჩემთვის დიდი იმედი იყო. 40 მქონდა ტემპერატურა და მალე დამიწია. ფილადელფიაში ერთი ქართველი ექიმია, ნინო მეტრეველი, მან გადამარჩინა, სულ ხაზზე ვყავდი…“ – თქვა მსახიობმა.

Cesko