„ქართული ოცნება“ დამარცხებული „მოსკოვიასთვის“ შეტენვას აგრძელებს“ – კინზინგერი

0
247
23 Views

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპროტესტო აქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო.

მისივე თქმით, საქართველოს დასავლეთი სურს, თუმცა ხელისუფლება „დამარცხებულ მოსკოვიას ეტენება“.

„როგორც ჩანს საქართველოს ხელისუფლება სრულად რუსულ დეზინფორმაციაზე გადაერთო. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ „სატანისტური უნიფორმები“. საქართველოს უნდა, რომ დასავლეთს მიეკუთვნებოდეს, „ქართული ოცნება“ კი დამარცხებული „მოსკოვიასთვის“ შეტენვას აგრძელებს“, – წერს კინზინგერი.

 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აქციებზე მან „სატანისტურ ფორმაში“ ჩაცმული ადამიანები ნახა.

Cesko