”მარინამ დაიწყო კივილი მიშველეთო, მე მხარში ხელი ჩავავლე და…” – ნახეთ ეკა კვალიაშვილმა მარინა ბერიძეს საფერფლე ესროლა და…

0
506
21 Views

„კონფლიქტი შოუბიზნესში არავისთან მომსვლია, გარდა ერთი ადამიანის, მარინა ბერიძესი. მე ვიყავი ძალიან ბევრი კონცერტიდან მოხსნილი, ზუსტად ამან განაპირობა ჩემი ძალიან დიდი გაჭირვების გამოვლა.

კონცერტებიდან ვიღებთ ჰონორარს და იმით ვცხოვრობთ. ერთ დღეს ბაკურიანში იყო საახალწლო კონცერტი, ჩემოდანჩალაგებული ვიყავი. მე და ბესო ბაკურაძე მაშინ ერთად ვიყავით, დამირეკა და ახლა რადიოში ვუსმენდი და ყველა მონაწილე ჩამოთვალეს შენ გარდაო, გავიგე, რომ მარინა ბერიძემ ამოგიღო სიიდანო.

მივედი, შანტაჟი მომიწყო ადამიანმა. დავსვი კითხვა, რატომ ამომიღე სიიდან-თქო, პასუხი იყო რომ სიიდან ბორჯომმა ამომიღო. სიცილი ამიტყდა. ხომ არ აფრენს, რაებს ლაპარაკობ-თქო. არ მაქვს დრო, სადილი მაქვსო. მხარზე ხელი მოვკიდე, პასუხი მინდა, არსად წახვალ მეთქი. თამრიკო ქამუშაძე იყო ოთახში. მარინამ გაიხედ-გამოიხედა ოთახში, მაგიდას მიეხეთქა და დაიწყო კივილი, მიშველეთო. მე გაშტერებული ვუყურებდი, თამრიკო მოვიდა და უთხრა, რას შვრები მარინა, შანტაჟს უწყობო?! მე რომ მარინა ბერიძისთვის საფერფლე მესროლა, დღეს იქნებოდა რომელიღაც პანთეონში.

იმ ოთახში იცით როგორი საფერფლე იყო, ადრე რომ დიდები იყო, რვაფეხასმაგვარი, სათათბირო მაგიდაზე იდო, ალბათ, ყველას რომ ჩაეფერფლებინა, იმას ვერც ავწევდი. პასუხი ვერ მივიღე, სიიდან რატომ მიღებდა. მე შემიძლია უფლის წინაშე პირჯვარი გადავიწერო და ვთქვა, რომ მას ხელით არ შევხებივარ.“ – თქვა ეკა კვალიაშვილმა გადაცემაში „სხვა კითხვები“.

წყარო: statiebi.club

Cesko