20 Views
პატარა ლუკა შუბითიძის დედა, თამთა გიორგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იძულებულია ემიგრაციაში წავიდეს.
“მეგობრებო, ვარ ლუკას დედა, თამთა გიორგაძე. პირველად ვწერ ასეთ პოსტს, მინდა რომ თქვენგან რჩევები და დახმარება მივიღო. ლუკას და მის და-ძმას წლებია მარტო ვზრდი. სამსახურის მოძიების მიზნით მიწევს მათი დატოვება ბებია-ბაბუასთან, ახლაც თბილისში ვმუშაობ. სამწუხაროდ, ჩემი შემოსავალი არ არის საკმარისი 3 ბავშვის გასაზრდელად და მათთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად გადავწყიტე ემიგრაციაში წასვლა. ძალიან მიმძიმს ეს მდგომარეობა, მაგრამ აუცილებლობა მოითხოვს რომ ეს ნაბიჯი გადავდგა. ვფიქრობ იტალიაში წასვლას. გთხოვთ, რომ დამაკვალიანოთ და დამეხმაროთ თუ რა ეტაპები უნდა გავიარო წასვლისთვის, ასევე გთხოვთ დამეხმაროთ იტალიაში სამსახურის დაწყებაში.
UX.ge შემეხმიანეთ პირადში “, – წერს თამთა გიორგაძე.