დიდი ბრიტანეთი საკუთარ თავდაცვით ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის

0
291
29 Views

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მ თავდაცვის ხარჯები 6 მილიარდი დოლარის ოდენობით გაიზრდება. ამის შესახებ The Telegraph-ი იტყობინება.

გაზეთის ცნობით, 2021-2022 წლებში ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯებმა 71,4 მილიარდი ფუნტი შეადგინა.

პრემიერის ოფისში აცხადებენ, რომ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის პუნქტი აისახება გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვის განახლებულ ვერსიაში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდება.

3 მილიარდი ფუნტი მიმართული იქნება ბირთვული შეკავების ძალების განვითარებაზე, დარჩენილი თანხის ნაწილი კი უკრაინაში გადაცემული საბრძოლო მასალისა და იარაღის მარაგის შევსებას მოხმარდება.

Cesko