პუტინი: რუსეთის მიმართ ეკონომიკური ბლიცკრიგის სასანქციო პოლიტიკა ჩავარდა

April 18, 19:02
0
552

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგის სასანქციო პოლიტიკა ჩავარდა.

„ცხადია, რომ ბოლო წლებში ეკონომიკისთვის მთავარი უარყოფითი ფაქტორი დასავლეთის ქვეყნების მორიგი სანქციური ზეწოლა იყო. გათვლა ჰქონდათ, რომ სწრაფად დარღვეულიყო ფინანსური და ეკონომიკური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში, ბაზრებზე პანიკა მომხდარიყო, რასაც მოჰყვებოდა საბანკო სისტემის კოლაფსი, საქონლის მასშტაბური დეფიციტი, თუმცა უკვე დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა. ეკონომიკური ბლიცკრიგის სტრატეგია ჩაიშალა. უფრო მეტიც, სანქციები არ იყო უშედეგო თვით ინიციატორებისთვის. ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას, ევროპელების ცხოვრების დონის ვარდნას, მათი დანაზოგების გაუფასურებას“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

Cesko