27 Views
დღეს რუსული პროპაგანდა და მისი არ აკრძალვა არის ღალატის ტოლფასი , – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან განაცხადა.
ხაზარაძის განცხადებით, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დღეს უკრაინაში წყდება უკრაინის და საქართველოს ბედი.
“დღეს, რუსული პროპაგანდა და მისი არ აკრძალვა არის ღალატის ტოლფასი. დღეს ენის მოჩლექვა და ლოდინი, ვინ მოიგებს ომს, რომ აგრესორის მხარეს მერე დადგე, (ღმერთმა არ ქნას და ეს ასე არ მოხდება) ეს არის ღალატის ტოლფასი. ამიტომ, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინაში დღეს წყდება უკრაინისა და საქართველოს ბედი, წყდება თავისუფალი სამყაროს ბედი, უკრაინაში დაწყებულია იმპერიის დაშლისა და დემონტაჟის პროცესი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.