“ნაცები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ… სცენარის თავი და თავი თემურ ალასანიაა”- ლაშა ამირეჯიბი

0
1925
268 Views

პუბლიცისტმა ლაშა ამირეჯიბმა, სააგენტო “სპლიტ”-თან საუბარში განაცხადა სიტყვა-სიტყვით შემდეგი:

“სანდო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ ნაცები ემზადებიან აქციებისთვის, 20 ივნისიდან, იმის იმედად, რომ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ოცდაოთხ ივნისს! სტატუსის არ მიღების შემთხვევაში ხელისუფლებისკენ გაიშვერენ თითს და ყველაფერს ხელისუფლების უნიათობასა და უმოქმედობას დააბრალებენ. შეეცდებიან ახალგაზრდების ჩათრევას და გამოყვანას ქუჩაში, რაზეც კარგა ხანია მუშაობენ… შესაძლოა მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნებიც, გააჩნია როგორ წარმართავენ აქციებებს. აგრეთვე, ფიქრობენ სახელმწიფო გადატრიამებაზე, თუკი რაღა თქმა უნდა გამოუვათ.

ქვეყანაში შემოსულია გარკვეული ჯგუფები, (სამხედროები ყოფილი პოლიციელები, და მეომრები, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინაში) ოღონდ კარგა ხნის წინ შემოვიდნენ…ამ ადამიანებმა უნდა იკისრონ არეულობის მოწყობა ქვეყანაში..აგრეთვე, ძალიან დიდი თანხებია შემოსული ქვეყანაში სხვადასხვა გზებით ამ საქმისთვის. ეს ფული უნდა მოხმარდეს ქვეყანაში რევოლუციას, შესაძლოა სამხედრო გადატრიალებასაც.

ნაცებს დიდი იმედი აქვთ ქვემო ქართლის ნაცდაჯფუფების, კერძოდ მარნეულის, გარდაბნის, რუსთავის! ქვემო ქართლი, დავით კირკიტაძეს ჩააბარეს. მარნეული იმამკულიევს. აჭარას ვარშალომიძე უხელმძღვანელებს, სამეგრელოს წალენჯიხის მერი ჩაუდგება სათავეში ან მამუკა ხაზარაძე იკისრებს თავკაცობას. სამცხე ჯავახეთში ვანო მერაბიშვილის დაჯგუფება.

ამ სცენარის თავი და თავი ბ-ნი თემურ ალასანია გახლავთ…მელიას უკანასკნელი ყვითელი ბარათი ამიუღო თემურ ალასანიამ. თემურ ალასანიას ბრძანებით მელიამ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ხელისუფლება უნდა დაამხოს რადაც არ უნდა დაუჯდეს.ეს, ნაცების უკანასკნელი შანსია ხელისუფლებაში მობრუნების და ამიტომ ასი ყური და ასი თვალია საჭირო…

ამ მზაკვრული გეგმის ფიგურანტები კარგა ბლომად არიან. ზოგი ამერიკაში მოღვაწეობს, მაგალითად თემურ იაკობაშვილი, რომელსაც ებრაულ ლობთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს, იმ ებრაულ ლობს კი ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ზოგი ვარშავაშია ჩასახლებული და იქინდან მართავს გარკვეულ ჯგუფებს, ზოგიც პრიბალტიკაში ბინადრობს და გასუფთავებული პასპორტებით საქართველოში აგზავნის სამხედრო პირებს…რაც მთავარია, ყველა ეს ჯამაათი ერთ საქმეს ემსახურება, ქვეყანაში ქაოსის მოწყობას და რევანშით ხელისუფლებაში მოსვლას!

ლაშა ამირეჯიბი, სპეციალურად სააგენტო “სპლიტ”-ისთვის

 

 

Cesko