დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:
საბას ბაბუამ დახმარების თხოვნით მოგვმართა:
“ძვირფასო მეგობრებო! ბევრჯერ განწირული, ბევრჯერ სიკვდილს გამოგლეჯილი, ბევრ ტანჯვას გამოვლილი – ეს ჩემი ერთადერთი შვილიშვილი საბაა, რომელიც 2019 წლიდან სტამბოლში იბრძვის გადარჩენისათვის…
საბას დიაგნოზია ონკოჰემატოლოგიური დაავადება – ჰემოფაგოციტური ლიმფაჰისტიოციტოზი.
ამ პერიოდში საბამ დიალიზის 2 და პლაზმოფერეზის 14 კურსი გაიარა, მუცლის დრენაჟირება, 2 ინტუბირება, ტრაქეოსტომიის ოპერაცია, თავის ქალის 2 შუნტირების ოპერაცია გადაიტანა. ამჟამად ის ამბულატორულ მკურნალობას გადის. საბას 6 და 30 იანვარს ძლიერი ეპილეფტიკური შეტევები ქონდა, და ორივეჯერ, უფლის წყალობით, მოვასწარით კლინიკაში მიყვანა და საჭირო პროცედურების ჩატარება. სამწუხაროდ, საბას რეაბილიტაციის გრძელი გზა აქვს გასავლელი, ჩვენ კი ამისათვის თანხების შეგროვებას ვაგრძელებთ…
მეგობრებო, გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პოსტი და ამით დაგვეხმაროთ თანხების მოძიებაში.
დიდი იმედი გვაქვს, რომ რომელიმე ორგანიზაცია, მეცენატი, ფონდი ან უბრალოდ პიროვნება, რომელსაც ექნება შესაძლებლობა დაეხმაროს საბას, ან თუნდაც ერთი ლარი ჩაურიცხოს, წაიკითხავს ამ პოსტს და დაგვეხმარება… წინასწარ ყველას დიდ მადლობას გიხდით.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:
• საბას ბებიის, ანჟელიკა ზახაროვას, ანგარიშზე საქართველოს ბანკში: GE21BG0000000103123945 (GEL/ USD/ EUR/ GBP), პირადი ნომერი: 01008045860;