აშშ-ის კონგრესსა და თეთრ სახლს შორის „ვაგნერის“ გამო დაპირისპირება გაჩნდა – The Hill

0
247
17 Views

კონგრესსა და აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე, აღიარონ თუ არა ტერორისტულ ორგანიზაციად კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც უკრაინაში იბრძვის. ამის შესახებ უკრაინული მედია The Hill-ზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანამ ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს დააწესებს  „ვაგნერ ჯგუფის“ წინააღმდეგ,  კანონმდებლები უბიძგებენ სახელმწიფო დეპარტამენტს უფრო შორს წავიდეს და მას უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭოს.

კონგრესი აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციას, ხოლო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პოტენციური უარყოფითი გავლენების შედეგებისგან იცავენ თავს.

Cesko