“ჩვენი მიზანია მივაღწიოთ ხელისუფლების შეცვლას და  ხელისუფლებაში მოვიყვანოთ პროდასავლური, პროუკრაინული ძალები, რათა უკრაინა მარტო არ იყოს და ” – მერაბიშვილი

0
414
25 Views

საქართველოში არეულობის ჭეშმარიტი მიზანი არის სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება და თბილისში პროუკრაინული პარტიის ხელისუფლებაში მოყვანა და „საქართველოს ახალი ხელისუფლების ბრძლა რუსეთის წინააღმდეგ”,- ამის შესახებ 11 მარტს საქართველოს ექს-პრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.

პოლიტიკოსის გამოსვლის ვიდეოს Politnavigator აქვეყნებს:

„ჩვენ გადაწყვეტილი გავქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, დავიწყოთ მასობრივი აქციები, რათა მივაღწიოთ ხელისუფლების შეცვლას და ხელისუფლებაში მოვიყვანოთ პროდასავლური, პროუკრაინული ძალები, რათა უკრაინა მარტო არ იყოს“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ „საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ და ყველაფერში მხარს დაუჭერს კიევის რეჟიმს“.

„ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ, ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება არა მხოლოდ რუსეთის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების, ნატო წევრობის და ა.შ.
დარწმუნებული ვარ, ეს გაზაფხული და ზაფხული ძალიან საინტერესო იქნება საქართველოში პრობლემების მოგვარების კუთხით“, – განაცხადა მან.

tb24.me

Cesko