ბიძინა ივანიშვილი იუბილარია – ვინ როგორ ულოცავს „ქართული ოცნების” დამფუძნებელს 67-ე დაბადების დღეს?

0
548
19 Views

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დამ­ფუძვნებ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს იუ­ბი­ლა­რია, ის 67 წლის გახ­და. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან, ასე­ვე ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის­გან მი­ლოც­ვებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით იღებს:

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი: „და­ბა­დე­ბის დღეს ვუ­ლო­ცავ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს, უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის ქველ­მოქ­მედს და მე­ცე­ნატს, ძა­ლი­ან მა­გარ ქარ­თველ კაცს, გა­მორ­ჩე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნი­ე­რე­ბით, შორ­სმჭვრე­ტე­ლო­ბით და თა­ვი­სი სამ­შობ­ლოს მი­მართ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თავ­გან­წირ­ვით!”.

ელი­სო ბოლ­ქვა­ძე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი: ვუ­ლო­ცავ ბა­ტონ ბი­ძი­ნას დღე­ვან­დელ დღეს! ადა­მი­ან­მა რო­მელ­მაც თა­ვი­სი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ღვაწ­ლი გა­წია!მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის!დი­დი­ხანს სი­ცო­ცხლე თქვენ.

და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი: დღეს თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­ცე­ნა­ტის და ერის­კა­ცის ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა! ღმერ­თმა დღეგ­რძე­ლო­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა არ მო­უ­შა­ლოს ჭეშ­მა­რიტ მა­მუ­ლიშ­ვილს.

დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი: „ჩემო ბი­ძი­ნა, გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბულ გამ­ძლე­ო­ბა­სა და ნე­ბის­ყო­ფას გი­სურ­ვებ ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის ადა­მი­ა­ნუ­რად რა ძნე­ლია, გა­უძ­ლო ამ­დენ ღა­ლატს, დამ­ნა­შა­ვე – შე­წყნა­რე­ბუ­ლე­ბის­გან ბრალ­მდე­ბე­ლი მი­ი­ღო, თქვენს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­სა და ნიჭს ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბის­გან პა­ტა­რა კა­ცუ­ნე­ბი დარ­ჩნენ, ყო­ველ­თვის რომ აქვთ ქისა 30 ვერ­ცხლით სავ­სე, გარე გა­ტა­ნი­ლი ცრუ ამ­ბა­ვი რე­ნე­გატ­თა წის­ქვილ­ზე რომ ას­ხამს წყალს და იქაც რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­ვარს რომ ევა­ლე­ბა გა­მოს­წო­რე­ბა, მეს­მის ეს ყვე­ლა­ფე­რი, ღვარ­ძლსა და შურს გა­უმკლავ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, ღა­ლატ­საც აი­ტანს, და­უ­ნა­ხა­ვო­ბა რთუ­ლია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მერ­წმუ­ნეთ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თქვენ გვერ­დით ვართ და მო­ი­მე­დე იმ ოც­ნე­ბი­სა, რო­მელ­საც ხსნა­სა­ვით შევ­ყუ­რებთ… გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას მოგ­ცემთ კე­ი­სარს-კე­ის­რი­სა უნდა მი­უ­ზღოთ ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, ლო­ი­ა­ლუ­რო­ბა ჯა­ყოს­თან არ მუ­შა­ობს, ვერც ყვარ­ყვა­რე ხვდე­ბა რა­ი­მეს ,გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ და გვე­ი­მე­დე­ბით”.

Cesko