აღშფოთებული ვარ ბელგიის ციხეში ევროპარლამენტარ ევა კაილის წამების გამო

0
1616
25 Views

აღშფოთებული ვარ ბელგიის ციხეში ევროპარლამენტარ ევა კაილის წამების გამო. ადვოკატების თქმით, ევა კაილის საკანში ცივა, მას არ აძლევენ დამატებით საბანს, მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მას 2 წლის შვილის ნახვის უფლება თვე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ მიეცა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტის წევრი დაკავებულია მხოლოდ კორუფციის ბრალდებით და არა ადამიანების გაუპატიურების, მედიის დარბევის, დეპუტატების ცემის და სხვა მძიმე დანაშაულების გამო. მიუხედავად ამისა, ევა კაილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, არც „ვიაიპი“ პალატაშია მოთავსებული, არც რამდენიმე ათეული მნახველი ჰყავს ყოველდღიურად და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებაც არ ეძლევა.

„აღშფოთებული ვარ ბელგიის ციხეში ევროპარლამენტარ ევა კაილის წამების გამო. ადვოკატების თქმით, ევა კაილის საკანში ცივა, მას არ აძლევენ დამატებით საბანს, მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა და მას 2 წლის შვილის ნახვის უფლება თვე-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ მიეცა. წარმოგიდგენიათ, არც VIP პალატაშია, არც 15 მნახველი ჰყავს ყოველდღიურად და არც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა!!!

თან ეს ხდება მხოლოდ კორუფციის ბრალდების გამო. ადამიანების გაუპატიურების, მედიის დარბევის, დეპუტატების ცემის, ბიზნესების ტერორის, ბიუჯეტის ფლანგვის და სხვა მძიმე დანაშაულების დაუსრულებელი სიის გამო კი არა, არამედ მხოლოდ კორუფციის გამო.

მოვუწოდებ ბელგიის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქალბატონი ევა კაილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგია დაკარგავს ევროკავშირის წევრის სტატუსს და ცივილიზებული სამყაროსთვის გახდება რუსული ორბიტის ნაწილი. #SAVEEVAKAILI!“ – წერს ანდრია გვიდიანი.

ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ევა კაილის ადვოკატების, მიხალის დიმიტრაკოპულოსის და ანდრე რისოპულოსის განცხადებით, მათი კლიენტი ბელგიის ციხეში აწამეს.

mpn.ge

Cesko