20 Views
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა კარტი დარიგდა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ომს არ დაუშვებს.
„ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ახალი ხელისუფლება (მათი სახით) დაიწყებს ომს რუსეთთან! შეხედეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა კარტი დარიგდა და გაკვირვებულები არიან, „კოზირი“ მაინც „ქართული ოცნების“ ხელთ რომ აღმოჩნდა… „ქართული ოცნება“ არის ჰუმანური, ადამიანის ინტერესებზე მორგებული მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება და ის ამ ქვეყანაში ომს არ დაუშვებს!“– წერს მეგრელიშვილი.