კანადაში ორმა კომპანიამ კოკაინისა და ჰეროინის გაყიდვის უფლება მიიღო

0
227
21 Views

კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში დაფუძნებულმა ორმა კომპანიამ, სამეცნიერო და სამკურნალო მიზნებისთვის, კოკაინის, ჰეროინისა და MDMA-ის ლეგალურად წარმოებისა და გაყიდვის ფედერალური ნებართვა მიიღო. ამის შესახებ Semafor-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

Health Canada-მ, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც მედიკამენტების პროგრამებს აკონტროლებს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებართვა დასახელებული პროდუქტების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობისთვის არ გაცემულა.

ნებართვა ორმა კომპანიამ, Sunshine Earth Labs-მა და Adastra-მ მიიღო. პირველი მათგანი ფსიქოდელიური საშუალებების მწარმოებელია, მეორე კი – კანაფის შემცველი პროდუქტების.

აღნიშნულ ნაბიჯს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მათი განცხადებით, დამოკიდებულების გაჩენის საშიშროების გარდა, ახლად დამტკიცებული პროდუქტები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რისკებსაც შეიცავს.

Cesko