მოდი, დავიწყოთ მადლობით! ეს არაა საბოლოო გამარჯვება, ეს დასაწყისია – გახარია

0
269
25 Views

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი  გახარია პარლამენტიდან „ხალხის ძალის“ კანონპროექტის  გაწვევას ეხმაურება.

„მოდი, დავიწყოთ მადლობით!

მადლობა ახალგაზრდებს!

#მადლობაGenZ #მადლობამილენიალებს

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის!

მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის!

ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!

ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით.

დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი – ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას!

საქართველო ევროპაა – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია – ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!“ – წერს გიორგი გახარია.

Cesko