„შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, ფოკუსირება მოახდინეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე“ – ვიოლა ფონ კრამონი

0
309
34 Views

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას „ხალხის ძალის“ კანონის გაწვევის შესახებ ეხმაურება და წერს, რომ პროცესები აქამდე არ მივიდოდა თუ მთავრობა ხალხს მოუსმენდა.

კრამონი „ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ  ხრიკებზე ფიქრი შეწყვიტონ.

„მივესალმები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ ისინი თავიდანვე მოუსმენდნენ ქართველ ხალხსა და მეგობრებს. ხალხის ხმის გაჩუმება არ შეიძლება, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

საქართველოს მთავრობავ, ახლა ფოკუსირება მოახდინეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე, შეწყვიტეთ ხრიკების გამოყენება, შეაჩერეთ კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შექმნა, შეაჩერეთ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი. ევროპის გული გააგრძელებს ცემას საქართველოში!“, – წერს ევროპარლამენტარი.

 

 

Cesko