24 Views
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეების მშვიდობიანი პროტესტი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ესაუბრა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს საპროტესტო აქციებისა და „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებზე ვესაუბრე, რომლებიც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების სურვილს ეწინააღმდეგება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრება და მომიტინგეების მშვიდობიანი პროტესტი“, – წერს ამერიკელი მაღალჩინოსანი „ტვიტერზე“.