რატომ უნდა იყოს მიღებული აფხაზეთში „აგენტების კანონი“ – აფხაზი ბლოგერი

0
360
21 Views

აფხაზი ბლოგერი, რომელიც „ტიმურ კოდორის“ სახელით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ უნდა იყოს მიღებული ოკუპირებულ აფხაზეთში კანონი უცხოური აგენტების შესახებ. ამის შესახებ ტელეგრამ-არხი „Amra life“ იუწყება.

„კანონის მიღების მცდელობას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების სექტანტების მხრიდან მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. ერთი შეხედვით, ეს კანონი არის ანტიდემოკრატიული მოქმედება, რომელიც დაუცველი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული. რეალობაში კი საქმე სხვანაირად არის.

📌  რაზე იქნება მიმართული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. ეს არის თავისუფლად მყოფი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემის მოწესრიგება და იმ დაფინანსების წყაროებსი დადგენა, რომ ლიტაც ისინი ფინანსდებიან.  კანონის მიხედვით, ყველა ორგანზიაციამ დაფინანსების წყაროების შესახებ ანგარიში უნდა წარმოადგინოს. თუ ისინი საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, მაშინ  უცხოური აგენტის სტატუსს მიიღებენ, რაც მათ მუშაობას არანაირად არ შეზღუდავს. უბრალოდ ადამიანებს ეცოდინებათ, თუ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედისაშუალებას ან არასმატავრობო სტრუქტურას.

📌 რატომ ეშინიათ არასამთავრობო ორგანიზაციების სექტანტებს ამ კანონის? რა არიწ ცუდი უფრო ღია ფინანსურ ანგარიშგებაში? რა მოხდება, თუ ხალხი სიმართლეს გაიგებს? პასუხი მხოლოდ ერთია – ისინი დაიწყებენ კრიტიკულ აზროვნებას, მიღებული ინფორმაციის გაანალიზებას და ამის დაშვება შეუძლებელია.

📌 არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები დიდი ხნის განმავლობაში ოსტატურად მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით, არ ყვებიან დეტალებს, აყაბებენ ცნებებს  და შორდებიან პრობლემის არსს. გარკვეული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიზანმიმართულად დესტაბილზიაცია შეაქვთ საზოგადოებაში, ხელოვნურად ამწვავებენ სიტუაციას.

📌 შექმნილი აჟიოტაჟიდან უკვე ირკვევა, თუ ვინ წარმოადგენს უცხო სახელმწიფოს მიერ მართულ  აგენტურულ ქსელს. ისინი ყველა მოუწოდებენ ღიაობისა და გამჭვირვალობისკენ, მაგრამ ისინი და მათი სპონსორები ჩრდილში რჩებიან.

P.S. ამავდროულად, ამერიკელი და ევროპელი აქტივისტების წარმომადგენლებმა დაიწყეს რევოლუციის მოთხოვნა საქართველოში. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას გეგმავს და მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ანგარიშის წარმოდგენას ითხოვენ“, – წერს აფხაზი ბლოგერი „ტიმურ კოდორი“.

Cesko