„კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

March 7, 11:17
0
452

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტოდ რობინსონი ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ეფუძნება.

მისივე თქმით, აშშ იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუწყოს.

„კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციაში, კანონი არ უწყობს ხელს ამ მისწრაფებებს, ეს არ არის კარგი კანონი, საქართველოს მოქალაქეებიც ასე მიიჩნევენ. ჩვენ გვექნება თანამშრომლობა, პარტნიორებთან საუბრები იმ თემაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი სქართველოს პრიორიტეტს, რაც გახლავთ ქვეყნის ევროინტეგრაცია. საქართველოს ინტერესებს ეს კანონპროექტი არ ემსახურება, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციას“, – განაცხადა რობინსონმა.

Cesko