ნახევარ დღეზე მეტხანს მეტყველება წართმეული ჰქონდა, ამაზე მძიმე მდგომარეობა გარდაცვალებაა – გიული ალასანია შვილზე

March 3, 13:06
0
316

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ დედა გიული ალასანია მივიდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებით, სააკაშვილს მეტყველება წართმეული ჰქონდა.

„შედეგი მოსალოდნელი რაც იყო, ის მივიღეთ, სხვა ამ რეალობაში სადაც ვცხოვრობთ, სხვა შედეგი შეიძლება ყოფილიყო?! არ ვიცი ადვოკატები რას გეგმავენ, ჩემ შვილს დაველაპარაკები. კატასტროფული მდგომარეობა იყო, ნახევარ დღეზე მეტხანს ადამიანს მეტყველება წართმეული ჰქონდა და მე არ ვიცი! ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება, არ ვიცი კლინიკა როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასება მაქვს“, – აცხადებს გიული ალასანია.

Cesko