ელისო კილაძე: ,,ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი პროფესიულად არის შესრულებული”

0
1461
55 Views

,,იმედზე” ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი არც მოქალაქის გაკეთებულია და არც ტელეფონით.
ფარული კამერაა (ღილი) და პროფესიულად შესრულებული. შინაარსში არ შევდივარ, არ ვიცი,  მსგავსი რამ თქვა თუ არა. ველოდები ნიკას კომენტარს”, – წერს ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე.

საქმე ეხება ,,იმედში” გასულ სიუჟეტს, სადაც მათი მტკიცებით, ნიკა მელია ამბობს:

„ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, ვიცოდი ამერიკელების განწყობა და ევროპელების, ვეუბნებოდი, ხმას არ ამოიღებენ მეთქი, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.

ბრძოლაა, მაგრამ 50 პროცენტი, დღეს რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, არის ჩვენი ბრალი, ჩვენი უსუსურობაც. ჩუღურეთის რაიონის ძირითადი აქტივისტი, თავმჯდომარე რომ გეტყვის მე აქ გამმარჯვებელი არ ვარ, თუ ვიმუშავებთ კი. ჩვენ ავიღეთ „სამატიოკით“ ეს ხმები, ეს არის სიზარმაცის ბრალი. მაგიტომ ზარმაცობს ხალხიც, ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებივით უბნის უფროსების დონეზე რომ ქონებოდათ ურთიერთობა, იქ რომ ჩავდივარ ხო ვიცი უკვე, რომ თავი რომ ატკივდებოდათ უკვე ჩვენ გვირეკავენ, გამიგეთ რა და ასე ნუ მესაუბრებით“.

Cesko