22 Views
პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, დღევანდელ განხილვაზე დეპუტატებს შესაძლებლობა ექნებათ, როგორც პირვანდელ, ასევე ალტერნატიულ კანონპროექტს დეტალურად გაეცნონ. მმართველი გუნდის წევრების თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს საკითხის სტიგმატიზებას.