ზურაბ ქადაგიძე სააკაშვილზე: ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი, ეს არის უმძიმესი ფაქტი

0
726
19 Views

სააკაშვილმა ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით – ის არის აგენტი, ის მოქმედებს სხვისი გეგმების და სხვისი კარნახის მიხედვით – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „გამორიცხული არ არის, ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი, ეს არის უმძიმესი ფაქტი.

„სააკაშვილმა ეს აღიარება სიბრიყვით გააკეთა თუ პატრონებს მესიჯი გაუგზავნა, მიშველეთ თორემ ყველაფერს ვიტყვიო, ეს მეორეხარისხოვანია. აქ მთავარი ერთი რამ არის – მან ხელი მოაწერა უმძიმეს ამბავს, რაც აქამდეც ვიცოდით – ის არის აგენტი, ის მოქმედებს სხვისი გეგმების და სხვისი კარნახის მიხედვით. ეს არის უმძიმესი ფაქტი – ყოფილი პრეზიდენტი გვყავს აგენტი. რა მნიშვნელობა აქვს ვისი? როცა გახაზული ხარ, არასოდეს სამშობლოს ინტერესებს არ გაატარებ, ყოველთვის დავალების შემსრულებლად დარჩები. ამაზე დიდი ტრაგედია არაფერია!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Cesko