მასკი ბაიდენს: დამპალი წინდის თოჯინა ხარ

February 3, 16:11
0
270

27 იანვარს პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს “დამპალი წინდის თოჯინა” უწოდა.

თეთრმა სახლმა Twitter-ზე  ტესლას კონკურენტ General Motors-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ვიდეო გამოქვეყნა, სადაც მას და Ford-ს მადლობა გადაუხადა ელექტრო მანქანების წარმოებისთვის.

“კომპანიები, როგორიცაა GM და Ford, აწარმოებენ იმაზე მეტ ელექტრომობილს ამერიკაში, ვიდრე ოდესმე წარმოებულა”. – წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ უხსენებია ელექტრომობილების  ყველაზე დიდი მწარმოებელი – Tesla. კომპანია ასევე ნახსენები არ იყო თეთრი სახლის 26 იანვრის ღონისძიებაზე, სადაც პრეზიდენტი ბაიდენი Ford-ის, Stellantis-სა და General Motor-ის წარმომადგენლებს შეხვდა. პრესპიკერის, ფსაკის განმარტებით, ეს სამი კომპანიაა ავტოინდუსტრიაში “უმსხვილესი დამსაქმებელი”.

ეს არ ყოფილა მასკის პირველი კრიტიკული განცხადება ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ. მან 27 იანვარს ასევე აღნიშნა, რომ “ბაიდენი ამერიკელ საზოგადოებას სულელივით აშინებს”.

გასათვალისწინებელია, რომ მასკის სარაკეტო კომპანია – SpaceX NASA-სა და თავდაცვის დეპარტამენტის ფედერალური კონტრაქტების საფუძველზე ფუნქციონირებს.

Cesko