ევროპის ომბუდსმენი: ურსულა ფონ დერ ლაიენის დუმილი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესყიდვის საქმეზე საზოგადოებრივ ნდობას ზიანს აყენებს

0
301
25 Views

ევროპის ომბუდსმენმა, ემილი ორეილიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დუმილი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესყიდვის საქმეზე საზოგადოებრივ ნდობას ზიანს აყენებს და პრობლემაა, რომელიც არ გაქრება.

„ჩვენ უნდა მოვისმინოთ რა მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ორეილიმ და მიუთითა ევროკავშირის პროკურატურის გამოძიებაზე ევროკავშირის მიერ ვაქცინების შეძენის შესახებ.

ევროპის ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ საიდუმლოება ეჭვებს იწვევს საზოგადოებაში.

„ეს საჩუქარია, რომელიც საჩუქარია მათთვის, ვინც ევროკავშირისადმი მტრულად განწყობილია, რადგან ამან შეიძლება შექმნას ნარატივი, რომ რაღაცას მალავენ“, – განაცხადა მან.

18 თებერვალს, ევროკავშირის პროკურატურამ ევროკავშირის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

20 თებერვალს, ევროპარლამენტის კომისიამ კორონავირუსის საკითხებზე ურსულა ფონ დერ ლაიენი დახურულ კარს მიღმა გამოჰკითხა.

საუბარია ევროკომისიის პრეზიდენტის როლზე ევროკავშირის მიერ Pfizer-ისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად დადებულ კონტრაქტში.

ამერიკულმა კომპანიამ და ევროკავშირმა €35-მილიარდიან კონტრაქტს ხელი პანდემიის პიკის დროს მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ამ დროს ფონ დერ ლაიენს პირადი მიმოწერა ჰქონდა Pfizer-ის ხელმძღვანელ ალბერტ ბურლასთან, რაც ჯგუფური მოლაპარაკებების ტრადიცული ფორმატისგან განსხვავდება.

Cesko