“ეს ხორცი მომყიდეს კარფურში – მივიტანე მეორე დღესვე და ყასაბს გავათავისუფლებთ ეს ნაწილები რომ ვერ დაინახა და არ მოაჭრაო” – ფოტოები

0
531
23 Views
ხატია რუბაშვილი, ჯგუფში, “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“რუსთავის კარფურში მომყიდეს ეს ხორცი.
სახლში მოტანის მერე, ერთ მხარეს შევამჩნიე ეს წერტილები და მივხვდი, რომ რაღაც ცუდი სჭირდა.
ინფორმაცია მოვიძიე და ჩემი ვარაუდით, ეს არის დაინფიცირებული საქონლის ხორცი. ყვითელი წერტილები – პარაზიტების (taenia saginata )კვერცხები, რომელიც გადამდებია ადამიანებზეც, თუ არასაკმარისად მოხარშულ ან შემწვარ ხორცს შეჭამთ.
თან ვურთავ ამ პარაზიტის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს, რომელიც სამედიცინო სტატიიდან დავსქრინე.
მივმართე სურსათის ეროვნულ სააგენტოს. დარეკვიდან 3 დღის შემდეგ მივიდნენ ობიექტზე. დღეს დამიკავშირდნენ და პასუხი დამიბრუნეს, რომელიც გაურკვეველია.
შემოწმებისას ყველაფერი ნორმაში იყო,საბუთებიც წესრიგში, მაგრამ მაინც დავაჯარიმეთ 1000 ლარითო. ეგ ნაწილები ნანემსარია, აცრა გაუკეთეს და აიჭრაო ( ხორცი აიჭრა).
იმ ხორცის პარტია, რაც მე ვიყიდე, რა თქმა უნდა 3 დღის შემდეგ იქ აღარ იქნებოდა. ვუთხარი, რომ ჩავუტანდი ჩემ ნაყიდ ხორცს ლაბორატორიული შემოწმებისთვის და უარი მითხრეს, ეგ ჩვენ არ გვეხებაო
სატელეფონო საუბარი შედგა. ოფიციალურ დასკვნას მაშინ მომწერენ, როცა სასაკლაოსაც შეამოწმებენ
ეს ხორცი კარფურში მივიტანე მეორე დღესვე და ყასაბს ათავისუფლებენ სამსახურიდან. მიზეზი – ეს ნაწილები რომ ვერ დაინახა და არ მოაჭრა, კი, საკუთარი ენით მითხრა მენეჯერმა, რომ იციან და ხორცს გამიზნულად აჭრიან ესეთ ნაწილებს.
100%-იანი სიზუსტით არ ვიცი რა სჭირს ამ ხორცის ნაჭერს და არცერთი ორგანო არ ცდილობს დაადგინოს…
მაგრამ, ფაქტია, რომ საკვებად უსაფრთხო არ არის. ამ ნაჭერს გარედანვე ეტყობა, მაგრამ ზოგს შეიძლება შიგნით ქონდეს და ვერავინ შეამჩნიოს…”
“ალიამ” სცადა დაკავშირება “კარფურთან” და იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ენდომება კომენტარის გაკეთება, მასალა აქვე განახლდება. 
Cesko