“ფრთხილად,მანიაკია!…”- რას ყვება მაია ორჯონიკიძე 

0
972
29 Views

მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში ვრცელ გზავნილს აქვეყნებს:

“ფრთხილად,მანიაკია!

ფეისბუკზეც,ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში არსებობენ მანიაკები. ზოგი უბრალოდ თავისთვის მანიაკობს-პოსტავს სისულელეებს და დიდ ზიანს ვერავის აყენებს. მაგრამ არსებობენ მანიაკი თაღლითები,რომლებსაც ფინანსური მოტივი ამოძრავებს და ხშირად მათ მიმართ გაღებული თანხა სიკეთეს კი არა,ბოროტებას ხმარდება შემომწირველებისგან ფარულად. ერთი ასეთი მანიაკის შესახებ მინდა მოგიყვეთ-ვინმე მაია სპანდერაშვილზე,რომელიც ფეისბუკზე საცხოვრებელ ადგილად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუთითებს,სინამდვილეში კი სოფელ წნორში ცხოვრობს. ეს მაია სპანდერაშვილი წლების მანძილზე სპეკულირებდა საწყალ მიუსაფარ ძაღლებზე,მუდმივად ითხოვდა ფეისბუკზე ფინანსურ დახმარებას,რათა მისი თქმით ქუჩიდან შეფარებული ძაღლებისა და კატებისთვის საკვები შეეძინა. ხალხიც ურიცხავდა თანხებს-ვისაც რამდენი შეეძლო იქამდე,სანამ ორიოდე წლის წინ ამ თაღლითი ქალის ბინძური საქმეები არ გამოაშკარავდა: ძაღლების ცნობილი ახალგაზრდა მოყვარული და ქომაგი ტასო ლოსაბერიძე წნორში ესტუმრა სადაც საზარელი მდგომარეობა დახვდა-ენით აუწერელ სიბინძურესა და ექსკრემენტებში ამოგანგლული,ნახევრად ჩონჩხებად ქცეული უამრავი ერთ სივრცეში გამოკეტილი ძაღლი! ცხოველთა მოყვარულმა ტასო ლოსაბერიძემ მაია სპანდერაშვილს სახლის ჩვენება და ცხოველების მდგომარეობის შემოწმება მოსთხოვა,რასაც სპანდერაშვილის მხრიდან მოყვა ქუჩური ლანძღვა-გინება და ტასოს თმებით თრევა (!). ისიც აშკარაა,რომ ამ ვინმე სპანდერაშვილს ვიღაც მფარველი ჰყავდა ადგილობრივ პოლიციაში,რადგან რამდენადაც ვიცი არც ძაღლების წამებისთვის,არც მათი სახელით თანხების თაღლითურად შეგროვებსთვის და არც ტასო ლოსაბერიძისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის ამ უგვან არსებას პასუხი არ უგია!
ამ ქალის არსებობა კი მხოლოდ იმიტომ გამახსენდა,რომ დიდი ხნის მეგობრებიდან წაშლილი სპანდარაშვილის კომენტარი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანის პირად კედელზე შემხვდა.
მძულს ნებისმიერი მოძალადე,მაგრამ ცხოვრლებზე მოძალადეები ორმაგად მძულს,თაღლითობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ეს პოსტი კი იმათთვის-ვისაც შესაძლოა დღემდე ჰყავს მაია სპანდერაშვილი ფრენდებში და შესაძლოა დღემდე სძალავს ფულს “საწყალი ცუგების დასახმარებლად”.

Cesko