რატომ არის სახიფათო ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა – აუცილებლად გაითვალისწინეთ!

February 25, 22:21
0
1203

ძალიან ხშირად გვესმის, რომ ჯდომისას ფეხების ერთმანეთზე გადადება არ შეიძლება. მაგრამ ვერავინ ვერ ხსნის, სინამდვილეში რით შეიძლება გვავნოს ამგვარმა პოზამ.

ამ სტატიაში შევეცდებით ავხსნათ, რით არის ფეხი-ფეხზე გადადებული პოზა ორგანიზმისთვის საზიანო და ჯდომის რომელი პოზაა რეკომენდებული იმისათვის, რომ ხერხემალი არ დავიზიანოთ.


პოზა, რომელშიც ფეხები გადაჯვარედინებულია, უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის მუშაობაზე. საქმე ის არის, რომ ამგვარ პოზიციაში ერთი ფეხის ვენები მეორე ფეხის ზეწოლის ქვეშ ექცევა და ზედმეტ დატვირთვას იღებს. ამის გამო ირღვევა ვენური სისხლის მიმოქცევა, ვენური კედლები თხელდება და წარმოიქმნება ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ადამიანებმა, რომლებიც მიდრეკილება აქვთ თრომბის წარმოქმნისადმი, საერთოდ უნდა დაივიწყონ პოზა, რომელშიც ერთი ფეხი მეორეზეა გადადებული.
აღნიშნულ მდგომარეობაში დიდი ხნით ყოფნა გავლენას ახდენს ხერხემალზეც: მისი ქვედა ნაწილი იხრება. თუ დიდხანს ზიხართ ფეხი-ფეხზე გადადებულ პოზაში, დროთა განმავლობაში ამის გამო შეიძლება ზურგის ტკივილი დაგეწყოთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ექიმები გვირჩევენ ფეხები გადავაჯვარედინოთ არა მუხლის მიდამოში, არამედ ტერფებთან.

ფეხი ფეხზე გადადებულ პოზაში დიდი ხნით ყოფნისას, თავის მხრივ, გული დიდი დატვირთვის ქვეშ ექცევა, რის შედეგადაც დაბლა იწევს არტერიული წნევა და ირღვევა სისხლის მიმოქცევა.

იოგის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ აღნიშნული პოზა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ენერგეტიკაზე: სხეულის არასწორი მდებარეობის გამო იკეტება ენერგიის ნაკადი ორგანიზმის ენერგეტიკულ ცენტრებს – ჩაკრებს შორის.

ფეხების ამგვარი განლაგება განსაკუთრებით საზიანოა ორსული ქალბატონებისთვის. ამ პერიოდში ქალის გული ორი ადამიანისთვის მუშაობს, ხოლო ფეხების გააჯვარედინება ხელს უშლის მას სისხლძარღვებში სისხლის მიწოდებაში. ამის გამო, სისხლი, რომელიც ნაყოფს მიეწოდება, არასაკმარის ჟანგბადს შეიცავს. ამგვარად, ქალები, რომლებიც მუცლით ბავშვს ატარებენ, უმჯობესია არ დარჩნენ ამგვარ პოზაში დიდი ხნით.

intermedia.ge
Cesko