31 Views
ნიგერიელი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია და მილანთან მატჩს გამოტოვებს. ის სანაკრებო შეკრებიდან დაზიანებული დაბრუნდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ვიქტორის მდგომარეობა მომავალ კვირაში შეფასდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ოსიმენი სერია A-ს უახლოეს ორ მატჩს მილანისა და ლეჩეს წინააღმდეგ გამოტოვებს. თუმცა, ლუჩანო სპალეტისთვის მთავარი საფიქრალი ისაა, რომ შეიძლება ოსიმენმა ვერც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშოს მილანის წინააღმდეგ გასამართ პირველ მატჩში (12 აპრილს). ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იგრძნობს თავს აფრიკელი შემტევი მომდევნო კვირაში.