“ჩემო ქვეყანავ, რა რუსი, რის ამერიკელ-ევროპელი: როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას” – რა მესიჯები აფრინა დასავლეთში გახარიამ

0
8599
18 Views

გიორგი გახარიას ვუსმინე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ანგელოზის ფრთები აქვს სადღაც ჩაკეცილი და მეშინია, ბუმბული არ დასცვივდეს.🪶
ჩემი ვერსია, როგორ მოუყვა გუნდის წევრებს, რა მესიჯები აფრინა “დასავლეთში:”
🔶️ ევრო-ამერიკელო ბიძიებო და დეიდებო! თქვენი ლამაზი თვალების და ჩამოქნილი ტან-ფეხის ჭირიმე, თქვენი უმწიკვლო, შეუბღალავი ხელებით, უშილაკო ფრჩხილებით და დემოკრატიულად ანთებული გულებით და სულებით, ოღონდ ჩემზე დადეთ მომგებიანი ფსონი და პატიოსნად ნაშოვნი ევრო-დოლარები თავზე დამაყარეთ, დანარჩენს – იოლად მოგიგვარებთ.
საზეიმოდ ვდებ ფიცს:
🔸️ამ ორ პარანოიკს – მიშას და ბიძინას მიგიხედავთ თქვა.
🔸️მიშას სამკურნალოდ გამოვუშვებ, მერე რა თუ დამნაშავეა და სიმულანტობა არ იკურნება, მთავარია, რომ თქვენ ასე გსურთ თქვა.
🔸️ბიძინას თქვენი ურჩობისთვის პასუხს ვაგებინებ. როგორ გაბედა და ამერიკული გავლენებისგან თავისუფალ ევროპას დააბრალა მისი ფულების მითვისება-დაპატიმრება და რუსული ჩექმით, საქართველოს კიდევ ერთხელ გადავლის სურვილი თქვა.
🔸️არაფრით არ დაველაპარაკები რუსეთს, არც ვიზებს გავაუქმებინებ, არც რუსული თვითმფრინავებით ვიფრენ, მერე რა, თუ იქიდან ჩამოვედი თუ ისევ იქ ვარ, ხანდახან მეშლება თქვა.
🔸️დიდის აღტაცებით ჩაგაბარებთ ქვეყანას და აბა თქვენ იცით, დემოკრატიის სახელით, კიდევ ერთი 30 წელი დაგვაყენეთ ორპირ ქარში, “შესაძლებლობის ფანჯარაში” გაგვაყოფიეთ თავი, ხალხთან სათქმელი რომ მქონდეს და გვატყუეთ, გვაბოლეთ და გვაბითურეთ თქვა.
🔸️დემოკრატია გინდებლარიენ? – Пожалуйста თქვა (ამ ფრაზის ავტორი, 1986-1990 წლებში, შსს-ს მინისტრი – შოთა გორგოძეა).
🔸️ხელისუფლების დამხობა გინდებლარიენ? – OK თქვა.
🔸️ომი გინდებლარიენ? – ჰაი ჰოო თქვა.
🔸️ფული გინდებლარიენ? – сколько? Why not? Bien sûr თქვა.
🔸️ხაჭაპური გინდებლარიენ? – Avec plaisir თქვა.
🔸️ყველა რუსეთუმე და ნაცოლიგარქი თქვენს სამსახურში გინდებლარიენ? Матушка родная, nous somme là თქვა?
🔸️ნაცბანდიტების გარეცხვა-გათეთრება გინდებლარიენ? – ეგ დაწყებული მაქვს და no problem თქვა.
🔸️ჯანდაბა გინდებლარიენ? – Ну, блин! Добро пожаловать, Welcome, Bienvenue თქვა…
🙊🙈🙉
ჩემო ქვეყანავ, რა რუსი, რის ამერიკელ-ევროპელ-აზიელი.
“როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.”

მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი

სხვა ახალი ამბები:

“სანამ ცოცხალი ვარ, ეს ამბავი არავის მოუყვეო… უძრავად იწვა, ხელ-ფეხიც წართმეული ჰქონდა წმინდანს“ – დედა მატრონას სასწაულები

(ვიდეო) ასე გაჩნდა ქორწილში ხანძარი, რომელმაც 100 ბედნიერი ადამიანი შეიწირა – ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე

ქორწილში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 100 სტუმარი შეეწირა – სად დატრიალდა ენით აუწერელი საშინელი ტრაგედია (ვიდეო)

 

“ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა… ტრაგედიის შემდეგ ჰანინმა საუბარი შეწყვიტა” – რას ამბობს კაცი, რომლის ქორწილს ერაყში 120 ადამიანი შეეწირა

 

(ვიდეო) წარმოუდგენელი კადრები: ახლობლები ციხიდან გამოსულს ცეცხლსასროლი იარაღით მიესალმნენ და შემთხვევით მოკლეს

Cesko