რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთმა არა მხოლოდ გაზარდა თავისი იარაღის წარმოება, არამედ კარგად შეისწავლა მტრის მდგომარეობა.
მედვედევის თქმით, სასაცილოა კიევიდან იმის მოსმენა, რომ რუსეთს რაკეტების მარაგი ამოეწურა.
„ჩვენ არა მხოლოდ ვაფართოებთ წარმოებას, არამედ ვნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს, ვაუმჯობესებთ მათ. სხვათა შორის, ჩვენ, ასევე, შევისწავლეთ მტრის მდგომარეობა იარაღის ქონის კუთხით“, – აცხადებს მედვედევი.
მისივე თქმით, რუსული თავდაცვის საწარმოები შეუფერხებლად მუშაობენ.
„შენდება ახალი სახელოსნოები და ქარხნები. ათჯერ გაიზარდა სამხედრო პროდუქციის წარმოება. რაც მთავარია, ახლა ხელფასები იზრდება თავდაცვის ინდუსტრიაში და ეს შესაძლებელს ხდის ყველაზე გამოცდილი თანამშრომლების მოზიდვას“, – აცხადებს მედვედევი.