ტრანსგენდერი ქალი ФСБ-ში – ვინ არის კატერინა მაიერსი, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში დევნა დაიწყო

0
443
21 Views

მოს­კოვ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის კა­ტე­რი­ნა მა­ი­ერ­სის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც currenttime.tv-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქამ­დე ФСБ-ში მუ­შა­ობ­და.

“შე­ში­ნე­ბუ­ლი გო­გო­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მათ­თვის კარი გა­ე­ღო, რის შემ­დე­გაც ყო­ფილ კო­ლე­გას წა­არ­თვეს ლგბტ თე­მა­ტი­კის წიგ­ნე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი (მათ შო­რის, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი წამ­ლე­ბი), პი­რა­დი დღი­უ­რი და გარ­კვე­უ­ლი სა­ხის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მელ­თა შო­რი­საც იყო მის ყო­ფილ სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნი სა­ბუ­თე­ბი. ამის შემ­დეგ, ის მოს­კო­ვის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრეს, თუმ­ცა მუხ­ლი ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია” – წერს გა­მო­ცე­მა currenttime.tv.

meduza.io-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბამ­დე, მა­ი­ერ­სი ФСБ -ში კა­პიტ­ნის წო­დე­ბით მუ­შა­ობ­და და ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც ალექ­სან­დრ ჩუ­მა­კო­ვი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კი წერს.

მას­თან სა­უბ­რი­სას და­კა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ტრანსგენ­დე­რი ქალი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას გა­ნიც­დი­და, ამ დღე­ებ­ში ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, რის­თვი­საც სა­ბუ­თებს ამ­ზა­დებ­და, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ვი­ღა­ცამ ФСБ -ს ამ­ცნო და ქალი პირ­და­პირ თა­ვი­სი სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნეს…
ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის მე­გობ­რე­ბის ერთი ნა­წი­ლის თქმით, მა­ი­ერსს წა­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნი, რის შემ­დე­გაც მან ყვე­ლას­თან კავ­ში­რი გა­წყვი­ტა, თუმ­ცა არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მან ტე­ლეგ­რამ არ­ხის თა­ვის გვერ­დზე და­წე­რა, რომ ის უკვე ФСБ -ს გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლო­ბის პი­რო­ბით იმ­ყო­ფე­ბა.

“არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რას ედა­ვე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვერ­სი­აა, რად­გან მას­თან და­კავ­ში­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო” – ამ­ბო­ბენ ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

 

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2021 წლის ბო­ლოს, ქა­ლაქ ჩი­ტას მცხოვ­რე­ბი ალექ­სან­დრე ჩუ­მა­კო­ვი ФСБ -დან მას შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რაც გა­ნა­ცხა­და, რომ ტრანსგენ­დე­რია. გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში მან ღიად თქვა, რომ ტრანსგენ­დე­რი იყო, გვა­რის შეც­ვლას და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბას აპი­რებ­და…

დე­კემ­ბერ­ში მან ახა­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით მექ­სი­კა­ში შვე­ბუ­ლე­ბით წას­ვლა სცა­და, მაგ­რამ რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა ის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. შემ­დეგ კი, გა­ნუ­მარ­ტეს, რომ 2026 წლამ­დე მა­ი­ერსს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მა­ტა­რე­ბელს, რუ­სე­თის ფარ­გლებს გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­და…

“ის ახა­ლი პას­პორ­ტით ქვეყ­ნის ჩუ­მად და­ტო­ვე­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ ვი­ღა­ცამ ჩა­უშ­ვა… მექ­სი­კა­ში წას­ვლის მცდე­ლო­ბი­სას, აე­რო­პორ­ტის დაც­ვამ არ იცო­და მის­თვის რა გა­ე­თე­ბი­ნა, ამი­ტომ უბ­რა­ლოდ, სა­ზღვარ­გა­რე­თის პას­პორ­ტი წა­არ­თვეს. ახლა უკვე ФСБ-ს მისი ყვე­ლა მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­ნამ­დეც ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ, უბ­რა­ლოდ, აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ.

მას შემ­დეგ, რაც თა­ვის ტრანსგენ­დერო­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­აგ­დეს, ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად უქ­ცი­ეს, მას­ზე გა­მუდ­მე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხს. ამი­ტომ გა­ა­კე­თა ახა­ლი სა­ბუ­თე­ბი მა­ე­ირ­სის გვა­რით, მექ­სი­კა­ში წას­ვლას აპი­რებ­და, აქე­დან გაქ­ცე­ვა უნ­დო­და. შე­საძ­ლოა, ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­და­ნაც ცდი­ლობ­დნენ მისი კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ცუ­დად იყო. აქ ხომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სძულთ”, – ამ­ბობს მისი მე­გო­ბა­რი გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში.

წყარო – ambebi.ge

Cesko